ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი სამყაროს წინსვლაზე, შესაძლებლობების უფრო ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხოებაზე – კლაუს შვაბი

დავოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლის, კლაუს შვაბის განცხადებით, მთავრობები, ბიზნესი და საზოგადოება პასუხისმგებლები არიან სამყაროს წინსვლაზე, შესაძლებლობების უფრო ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხოებაზე.
“ნდობა არის არა მხოლოდ გრძნობა, ნდობა არის ვალდებულებები, იმოქმედო, გჯეროდეს და იმედი გქონდეს. მოქმედება არის ნდობა უკეთესი მომავლისთვის. ეს ნარატივი არ არის მხოლოდ მოკლევადიანი ინდივიდუალური წარმატებისთვის, ეს არის ერთად დგომა, ჩვენი სამყაროს დაცვისა და გაძლიერებისთვის, მიმდინარე და მომავალი თაობებისთვის. ეს არის გაგება, რომ დღევანდელი ჩვენი ქმედებები გამოიღებს შედეგებს ხვალ. ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი სამყაროს წინსვლაზე, შესაძლებლობების უფრო ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხოებაზე. მთავრობის, ბიზნესისა და საზოგადოების ლიდერებს აქვთ ცალკეული პასუხისმგებლობები, რომ აღადგინონ ნდობა. მთავარი ჩვენი პროგრამა არის ხელშესახები ინიციატივები, ეს არის სამუშო პროგრამები, მთავრობა, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანება. შეჯამებისას, ნდობა არის ფუნდამენტური საყრდენი, ჩვენი სოციალური ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების. ეს არის კორპორაციული გამბედაობა, ინსტიტუტების ეფექტიანი და სრულყოფილი მოქმედებისთვის”, – განაცხადა კლაუს შვაბმა.
დავოსი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. შვეიცარიაში უკვე გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად. დაგეგმილია ს სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
შვეიცარიის სამთო კურორტზე მსოფლიოს 54-ე ეკონომიკური ფორუმი 3 ათას სტუმარს მასპინძლობს, რომელთაგანაც 60, სახელმწიფო ლიდერია. ფორუმზე ეკონომიკურ საკითხებთან ერთად, მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებს განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ თავმოყვარეობა გააჩნიათ, პარლამენტში არ უნდა შემოვიდნენ, მაგრამ შემოვლენ, თავმოყვარეობა რომ ჰქონოდათ, ხალხისთვის ის ტყუილი არ უნდა ეკადრებინათ, რასაც არჩევნების 300 000 ხმიანი გაყალბება ჰქვია

“ლუსული” ნომრიანი მანქანით ისეირნა ზარქუამო – ეს მანქურთები, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, რომლებიც რუსებს საქართველოში შემოუძღვნენ, ცდილობენ აქეთ დაგვესხან თავს და გამოგონილი სიგიჟეებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ!

არჩევნებს არა მხოლოდ ეუთო/ოდირის და დამკვირვებლების მხრიდან აქვს ლეგიტიმაცია, არამედ სახალხო ლეგიტიმაციაც აქვს, რომლის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს საპატრიარქოს და პირადად პატრიარქის პოზიცია