Google და Epic Games ანდროიდის App Store-ზე შეთანხმდნენ

შესაძლოა, საბოლოოდ დასრულდეს ხუთწლიანი სამართლებრივი დავა, რომელიც Android აპლიკაციებისთვის განკუთვნილ Google Play Store-ის მიერ ბაზრის მონოპოლიას შეეხებოდა. როგორც კომპანიათა საერთო სასამართლო განჩინებიდან ირკვევა, Epic Games-მა (პოპულარული ვიდეოთამაშის, Fortnite-ის შემქმნელი კომპანია) Google-თან “ყოვლისმომცველ შეთანხმებას” მიაღწია.
შეთანხმება “მხარეებს საშუალებას მისცემთ, გვერდზე გადადონ დავები და Android უფრო ცოცხალი და კონკურენტული პლატფორმა გახადონ მომხმარებლებისთვისაც და დეველოპერებისთვისაც.
შეთანხმების კონკრეტული პირობები ამ დრომდე დალუქულია და -ის რაიონულმა მოსამართლემ უნდა დაამტკიცოს.
Google-ს დაევალა, დაეშალა ციფრული ბარიერები, რომლებიც Android-ის Play Store-ს კონკურენციისგან იცავდა. განჩინება Google-ს ავალდებულებს, Play Store-ში დაუშვას კონკურენტი აპლიკაციები, რათა მომხმარებლებმა სურვილის შემთხვევაში ისინი თავიანთ მოწყობილობებზე ჩამოტვირთონ.