● პრემია-დანამატებში – 46,2 მილიონი
● რესტორნებში – 11,1 მილიონი
● მივლინებაში – 19,2 მილიონი
● საწვავის ხარჯი – 59,8 მილიონი
● შტატგარეშეთა ხელფასი – 112,7 მლნ. აუდიტის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ეს თანხები დაიხარჯა თავდაცვის სამინისტროში მხოლოდ 3 წელში, სწორედ ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის პერიოდში. ამავე პერიოდში, მინისტრი თურმე ჯარისკაცების ფულს იპარავდა, ათეთრებდა და ესპანეთში 1,7 მილიონ ლარად სახლს ყიდულობდა. ძარცვის სქემაში მინისტრის მოადგილე და მისი ნათესავებიც ჩართულები ყოფილან. ამის პარალელურად, ბოლო 12 წელია თავდაცვის სისტემაში სუიციდის საგანგაშო მაჩვენებლებია. 2013 წლიდან დღემდე 24-მა ჯარისკაცმა თვითმკვლელობით დაასრულა ცხოვრება. ვეტერანებს კი, თვეში მხოლოდ 100 ლარს უხდიან. სინამდვილეში, ყველა უწყებას თვალი ჰქონდა დახუჭული ჯარისკაცების ძარცვასა და შეურაცხყოფაზე. ან სულაც შესაძლოა მონაწილეობდნენ კიდეც და დღეს მაინც იბრიქებიან, ომი ავარიდეთ ქვეყანასო. ‼️ ომი კი არა, იმ ჯარისკაცების ძარცვაც კი ვერ აარიდეთ ქვეყანას, რომლებიც მზად არიან ამ ქვეყნისთვის სიცოცხლეც გაწირონ!




