ვოლოდიმირ ზელენსკი – ლუკაშენკომ რაღაც ბევრი ლაპარაკი დაიწყო და აჩვენებს, როგორი კეთილია ჩვენი ერის მიმართ – ის გადაიხდის იმისთვის, რაც გააკეთა

ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობისთვის ფასს გადაიხდის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა.
„ლუკაშენკო არ უნდა დაგვავიწყდეს, რადგან მან მედიაში რაღაც ძალიან ბევრი ლაპარაკი დაიწყო და აჩვენებს, როგორი კეთილია ჩვენი ერის მიმართ. მისი სიკეთე, რომელიც დილის ოთხზე რაკეტებით მოვიდა ჩვენთან, არ გვჭირდება. თუ ის ფიქრობს, რომ თავისი სიტყვებით ცოტა წაშალოს ჩვენი მეხსიერება… ჩვენ ახალგაზრდა ხალხი ვართ, ყველაფერი ძალიან კარგად გვახსოვს. ის მაინც გადაიხდის იმისთვის, რაც გააკეთა, კონკრეტულად კი – დაუშვა თავისი ტერიტორიიდან შეტევა. არავინ არ დაივიწყებს ამას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო