ევროკომისიის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები შენგენის მრავალჯერად ვიზებს ვეღარ მიიღებენ.
ახლა რუსეთის მოქალაქეები ვალდებულები არიან ევროკავშირის ქვეყნებში ყოველი ვიზიტისთვის ახალი სავიზო განაცხადი შეიტანონ.
ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ აკრძალვა უკავშირდება უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვალა მიგრაციის რისკები და უსაფრთხოების რისკები რუსი ვიზის მაძიებლების შემთხვევაში.
,,რუსეთის მოქალაქეება უნდა გაიარონ სიღრმისეული და ხშირი შემოწმება, სანამ მათ ვიზა მიეცემათ. შესაბამისად, მათთან დაკავშირებული წესები უნდა იყოს მნიშვნელოვნად უფრო მკაცრი, ვიდრე ის, რაც განსაზღვრულია რეგლამენტის 24-ე მუხლის 2-ე პუნქტში (რომელშიც აღწერილია მრავალჯერადი ვიზების გაცემის წესები)” — ნათქვამია დოკუმენტში.




