უნგრეთის ერთ-ერთი ნავთობგადამამუშავებელი კომპანია მზად არის უარი თქვას რუსულ ნავთობზე. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg ავრცელებს.
კერძოდ, Mol Nyrt-ნა, უნგრეთის ერთადერთმა ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიამ, განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ალტერნატივა გააჩნია. ეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის შეხვედრამდე მოხდა, რომელიც რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციებსაც შეეხება.
„კომპანია Mol Nyrt-მა, რომელიც უნგრეთსა და სლოვაკეთში ახდენს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ექსპლუატაციას, განაცხადა, რომ ხორვატიიდან ნავთობსადენს ფაქტობრივად შეუძლია ალტერნატივა გახდეს მისი ნავთობის მიწოდებების უმრავლესობისთვის, თუ უკრაინის გავლით „დრუჟბა“ ნავთობსადენით რუსული მიწოდებები შეწყდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ფინანსური შედეგების შესახებ კომპანიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „დრუჟბა“ ნავთობსადენით ნავთობის მიწოდებების მნიშვნელოვნად შემცირების შემთხვევაში, Mol-ს შეუძლია ადრიატიკული ნავთობსადენის გამოყენების გაზრდა და თავისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების საჭიროებების 80%-ის უზრუნველყოფა.
Bloomberg აღნიშნავს, რომ ეს განცხადება ორბანისა და Mol-ის მრავალთვიანი განცხადებებისგან შეტრიალებაა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ უნგრეთს რუსული ნავთობის ალტერნატივა არ გააჩნია.
„აქამდე ორბანი და Mol თანმიმდევრულად ამცირებდნენ ადრიატიკული მილსადენის პოტენციალურ როლს ნავთობის მიწოდებებისთვის, იმის არგუმენტირებით, რომ უნგრეთს ზღვაზე გასავალი არ გააჩნია, ამიტომ ნავთობის მოწოდების ერთადერთი ეფექტიანი წყარო რუსეთია“, – აღნიშნავს Bloomberg.




