ფარმაცევტული პროდუქციის 100 იმპორტიორიდან ბაზრის თითქმის 60%-ს მეტს სამი კომპანია ფლობს

ქართული ფარმაცევტული ბაზარი იმპორტზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.

საქართველოში ფარმაცევტული პროდუქციის დაახლოებით 100-მდე იმპორტიორია, თუმცა ჯამური იმპორტის 57% სრულდება შემდეგი სამი კომპანიის მიერ: გეფა (დაახლოებით 16%), პსპ (დაახლოებთ 21%) და ავერსი (დაახლოებით 20%).
ამის შესახებ საუბარია „გეფას“ მმართველობის ანგარიშგებაში, რომელიც 2024 წელს წელს მოიცავს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფარმაცევტული ბაზრის რეფორმები, როგორებიცაა პარალელური იმპორტი და წამლების ავტომატური რეგისტრაცია საერთაშორისო მაკონტროლებელი ორგანოების მიერ (“ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია“ (“FDA”) და ევროპის წამლების სააგენტო (“EMA”)), 0% დღგ წამლებზე, საბაჟო გადასახადების არარსებობა და ფასების თავისუფლება კონკურენტული ბაზრის შექმნის შესაძლებლობას ქმნის.
მედიკამენტების იმპორტი მესამე უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფია, რომლის ბრუნვამაც 2024 წელს 623 მილიონი დოლარი შეადგინა (მთლიანი იმპორტის 3.7%), ხოლო მედიკამენტების ექსპორტი იმავე პერიოდში მერვე უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფს წარმოადგენდა, 129.5 მილიონი დოლარის ოდენობით (მთლიანი ექსპორტის 1.97%), საიდანაც 104.1 მილიონი დოლარი რეექსპორტი იყო (მთლიანი რეექსპორტის 2.9%).
Gepha არის ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში, ბაზარზე ოპერირებს ორი ცნობილი სააფთიაქო ქსელით: PHARMADEPOT და GPC.