არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ ქართველი ხალხიც მკვეთრად პროდასავლურია-

არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ ქართველი ხალხიც მკვეთრად პროდასავლურია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ეს განწყობა შეინარჩუნოს ქართულ საზოგადოებაში, შეინარჩუნოს პოზიტიური დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ, ევროპული ბიუროკრატიის ყველა უსამართლო ქმედების მიუხედავად.
„ჩვენ არსებითად პროდასავლურად ვართ განწყობილნი, როგორც მთავრობა, ასევე როგორც ხალხი. თუ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს გადავხედავთ, სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიის ბოლოდროინდელმა ქმედებებმა ცოტათი შეარყია ხალხის ნდობა ევროკავშირის მიმართ, მაგრამ მხარდაჭერა მაინც ძალიან მაღალია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს განწყობა შევინარჩუნოთ ქართულ საზოგადოებაში, შევინარჩუნოთ პოზიტიური დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ, ევროპული ბიუროკრატიის ყველა ამ უსამართლო ქმედების მიუხედავად. ამიტომაც შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ ქართველი ხალხიც მკვეთრად პროდასავლურია. ჩვენ დასავლური კულტურის ნაწილი ვართ, ჩვენ ევროპული კულტურის ნაწილი ვართ. ამიტომაც გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა ამ მხრივ. კიდევ ერთხელ, თუ ევროპული ბიუროკრატია შეცვლის თავის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ვფიქრობ, ყველაფერი შეიძლება გამოსწორდეს და ჩვენ საბოლოოდ შეგვიძლია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები 2030 წლისთვის. ეს საკმაოდ რეალისტურია“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.