მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებში გამოიწვია ბუნებრივი აღშფოთება და საყოველთაო ინტერესი არაბული ქალაქების მშენებლობამ კრწანისსა და გონიოში, მთავრობამ სახელდახელოდ, საგანგებოდ, საიდუმლოდ გადაწყვიტა, რომ კომერციული საიდუმლო გრიფი დაედო Eagle Hills Georgia -სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას. საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში არსებული ქართული მიწა, 9 მლნ კვადრატული მეტრი სხვისდება ისე, რომ მას ამ ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროებას მთავრობა არ ახდენს, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე სამშენებლო კომპანიაზე Eagle Hills Georgia- ზე საუბრისას განაცხადა.
როგორც თაზო დათუნაშვილმა განმარტა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა, რასაც ხელისუფლება აკეთებს.
„ვკითხულობთ ამონარიდს: „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საინვესტიციო ხელშეკრულება და აქციონერთა შეთანხმება, ასევე მათი თანმხლები დოკუმენტები მიჩნეულ იქნეს საიდუმლოდ“. ამ ე.წ. მთავრობის განკარგულებას ხელს აწერს ე.წ. პრემიერი ირაკლი კობახიძე. ეს ამონარიდი არის მთავრობის დადგენილებიდან, რომლითაც სასწრაფო წესით, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებში გამოიწვია ბუნებრივი აღშფოთება და საყოველთაო ინტერესი არაბული ქალაქების მშენებლობამ კრწანისსა და გონიოში, მთავრობამ სახელდახელოდ, საგანგებოდ საიდუმლოდ გადაწყვიტა, რომ კომერციული საიდუმლო გრიფი დაედო Eagle Hills Georgia -სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას. საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში არსებული ქართული მიწა, 9 მლნ კვადრატული მეტრი სხვისდება ისე, რომ მას ამ ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროებას მთავრობა არ ახდენს. ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა, რასაც ხელისუფლება აკეთებს. სრული სამართლებრივი აბსურდი! ძალიან კონკრეტული სამართლებრივი ჩარჩო გააჩნია იმას, თუ რას ნიშნავს კომერციული საიდუმლოება, რაც უნდა მოიცავდეს. ერთ-ერთი პუნქტი, რომელზეც შეიძლება ვისაუბროთ, არის ის, რომ კომერციული საიდუმლოება უდგება ისეთ საკითხებს, რომლის გასაჯაროებამაც, შესაძლოა კონკურენტული უპირატესობა დააკარგვინოს კონკრეტულ პროექტს. მეგობრებო, ამ დადგენილებით მშენებლობის კონტრაქტი გააჩერეს, მშენებლობის კონტრაქტს დაადეს „გრიფით საიდუმლო“.
არ გვეუბნებიან მშენებლობის კონტრაქტი რისგან შედგება, ბეტონია ჯადოსნური, თუ რა წერია, რომლის გასაჯაროებაც გამოიწვევს კონკურენტული უპირატესობის დაკარგვას Eagle Hills Georgia -სთვის, ეს გაუგებარია. ამ ყველაფრის უკან იმალება სერიოზული პრობლემა. ვითხოვთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, გასაჯაროვდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეები 600 მილიონი დოლარის ღირებულების 9 მილიონ კვადრატული მეტრის მიწას რაღაც კომპანიაში რომ დებენ, დანარჩენი ფული, ამ კომპანიის მესამედ წილად, დანარჩენი 2/3-ის შესაბამისი ინვესტიცია გვაჩვენონ რომ არსებობს. ეს არის ერთადერთი სწორი ქცევა, გაესაჯაროებინათ ეს ინფორმაცია, მოეწოდებინათ ეს ინფორმაცია, ეთქვათ რეალურად რასთან გვაქვს საქმე, აფერასთან, როგორც ამას ჩვენ ვუყურებთ, უძრავი ქონების დეველოპმენტის სქემასთან, თუ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან შემოსულ ინვესტიციაზე. ეჭვებს იწვევს ამ კომპანიის ქცევები, რომელიც კარგად შევისწავლეთ სერბეთში, ალბანეთში და სხვა. განსაკუთრებით თვალსაჩინოა სერბული მაგალითი, სადაც ფაქტობრივად, არავითარ სარგებელს არ ნახულობს სახელმწიფო დღეის მდგომარეობით“, – აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.




