რა ღირს მანიკიურ-პედიკიურის, შილაკის, ვიზაჟის, წარბისა და წამწამის მოვლის შესწავლა?

ეს სტატია არის მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ ახალი საქმისა და პროფესიის შესწავლა არასოდესაა გვიან და მათთვისაც, ვინც ფიქრობს, რომ მხოლოდ ის საქმე უნდა აკეთოს, რასაც აქამდე აკეთებდა და რაიმე ახლის სწავლა დაგვიანებულია.
თუ რაიმეზე შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნა იყო, არის და იქნება, ეს სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრებია. შესაბამისად ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად საქმიანობად დღეს მანიკიურ-პედიკიურის, შილაკის, წარბებისა და წამწამების დაფერვა-მოვლა-დაგრძელების სპეციალისტის, ვიზაჟისა და ტატუს ოსტატის საქმიანობა ითვლება.
მათი შესწავლა სახელმწიფოს დაფინანსებით პროფესიულ სასწავლებლებში ხდება, თუმცა დედაქალაქში მრავლადაა სტუდიები და ესთეტიკის ცენტრები, სადაც ამ საქმიანობების დაუფლება ხდება და, როგორც თავად გვეუბნებიან, ორენოვან საერთაშორისო სერტიფიკატს და იმის გარანტიასაც იძლევიან, რომ ნიჭიერ მოსწავლეებს დაასაქმებენ.
ჩვენი გამოკითხვით, ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობის შესწავლის ფასებში დიდი სიჭრელეა. კურსის ღირებულებას ესთეტიკის ცენტრისა და სპეციალისტის სტატუსი და ცნობადობა განაპირობებს: პერმანენტული მაკიაჟის 1.5-2-თვიანი კურსების ფასები 900-დან 3000 ლარამდე ღირს; წამწამების დაგრძელების – 700 ლარი; მანიკიურ-პედიკიური-შილაკის – 600-დან 1600 ლარამდე; პირსინგის – 900-1100 ლარი, ტატუს -1000.
უფრო კონკრეტულად:
NB Academy–ში ამჟამად მანიკიურ-პედიკიურის შემსწავლელი კურსის ფასი 800 ლარია; პირსინგის 1-თვიანი კურსის ღირებულება ჯგუფში 900 ლარია, ინდივიდუალურად 1100 ლარი; წამწამების დაგრძელება და ლამინირების 3-კვირიანი კურსი 700 ლარი ღირს; ტატუს 1-თვიანი კურსი – 1000 ლარი; პერმანენტული მაკიაჟის – 900 ლარი; მასაჟის 3-თვიანი კურსებზე 1 თვის ფასი 200 ლარია.
ესთეტიკურ ცენტრ Sk’ink with Tamo Buchukuri-ში პერმანენტული მაკიაჟის შემსწავლელ კურსზე 50%-იანია ფასდაკლებაა და 3000-ის ნაცვლად 1500 ლარი ღირს.
„ლოტუსში“ ფრჩხილის მოვლის საბაზისო კურსი, სადაც შედის კლასიკური მანიკიური, კლასიკური პედიკიური, გელური მანიკიური, გელური პედიკიური, პარაფინოთერაპია – ხელის პროცედურები – 1300 ლარი ღირს საბაზისო კურსი.
Malu’სის პროფესიონალური ვიზაჟის კურსის ღირებულება 2500 ლარია, Black Fridy-ს ფასდაკლებით კურსის ფასი 450 ლარია.
Lash dolls academy-ში წამწამების ღეროვანი დაგრძელების შესწავლის 3-დღიანი კურსის ღირებულება 700 ლარი ღირს, ხოლო კვალიფიკაციის ასამაღლებელი ერთდღიანი კურსის ღირებულება 250 ლარია.
ფრჩხილის ოსტატობის ცენტრ Courage-ში 10 გაკვეთილის ღირებულება, სადაც შეასწავლიან შილაკის გაკეთებისა და ლაქის წასმის ტექნიკას, შილაკის მოხსნას, ფრენჩის და სხვა დიზაინის ლაქის წასმას, 800 ლარია; 5 გაკვეთილის ფასი 600 ლარი; 3 გაკვეთილის – 200 ლარი; ყველა კურსი ერთად 1600 ლარი ღირს.

ასევე დაგაინტერესებთ