“ძალიან სასიამოვნო გრძობაა, როცა ოცნება ხდება” – იური ტაბატაძე

“კადისის” შემტევი იური ტაბატაძე ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოძახებას გამოეხმაურა.
“ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როცა ოცნება ხდება, რადგან საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა ყველაზე მაღალი დონეზე – ეს თითოეული ფეხბურთელის ოცნებაა. განსაკუთრებული მომენტია, როცა ესპანეთის წინააღმდეგ თამაშობ, რადგან შეგიძლია შენი შესაძლებლობები ლა ლიგის ფეხბურთელების წინააღმდეგ გამოცადო. ჩემთვის ეს დიდი პატივია. როცა შენი ქვეყნისთვის თამაშობ, ეს ნიშნავს, რომ იბრძვი თითოეული ბურთისთვის, თითოეულ ეპიზოდში, იმისთვის, რომ შენი ხალხი გააბედნიერო.
ეს განსაკუთრებულია, რადგან ჩემი შემდეგი ნაბიჯი, ისევე როგორც “კადისის” შემდეგი ნაბიჯი, ლა ლიგაში თამაშია. ასე რომ, შემიძლია ჩემი თავი გამოვცადო ლა ლიგის მოთამაშეების წინააღმდეგ, რათა გამოვაჩინო ჩემი შესაძლებლობები და გავიგო, როგორ შემიძლია ასეთ დონეზე თამაში.
ასევე, მინდა წარმატება ვუსურვო გუნდს “ალმერიასთან” თამი, რადგან ვერ შევძლებ ამჯერად “კადისის” დახმარებას. ამიტომ ვუსურვებ წარმატებას ჩემს თანაგუნდელებს და მჯერა, რომ შეგვიძლია “ალმერიასთან” გამარჯვება, – თქვა ტაბატაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ორ შეხვედრას 15 ნოემბერს ესპანეთის (თბილისში), 18 ნოემბერს კი ბულგარეთის (სოფიაში) წინააღმდეგ გამართავს.
[VIDEO] მამუკელაშვილის სეზონის საუკეთესო მატჩი ყოფილ გუნდთან – “ტორონტომ” “მილუოკი” დაამარცხა
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ჯუდ ბელინგემს არ გაატანინა
იური ტაბატაძე შეცვალეს – “კადისი” “სეუტასთან” ფრეს დასჯერდა
[VIDEO] დებიუტიც ასეთი უნდა – ტაბატაძემ ესპანეთში გამარჯვების გოლი გაიტანა
იური ტაბატაძის “კადისი” წინ მიიწევს
ჩაკვეტაძე ბრუნდება – შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?
ტაბატაძის ერთი ტაიმი – “კადისი” სახლში “ბურგოსთან” დამარცხდა
[VIDEO] დუბლი 2 წუთში – ტაბატაძე “კადისის” ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
“სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა… გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა…” – დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
ორი დებიუტანტით – ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მიქაუტაძემ შეიძლება “ბეტისთან” ვერ ითამაშოს – ცნობილი გახდა მიზეზი
საქართველოს ნაკრები – ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
[VIDEO] ტაბატაძემ “კადისს” მოაგებინა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა