დონალდ ტრამპი – ინდოეთმა რუსეთიდან ნავთობის შეძენა უმეტესწილად შეწყვიტა

ინდოეთმა რუსეთიდან ნავთობის შეძენა უმეტესწილად შეწყვიტა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„მოდიმ [ინდოეთის პრემიერ-მინისტრი] რუსეთიდან ნავთობის შეძენა უმეტესწილად შეწყვიტა. ის ჩემი მეგობარია და სურს, რომ ინდოეთში ჩავიდე. შესანიშნავი ადამიანია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, პრესკონფერენციის დაწყებამდე ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელმა გონება დაკარგა, რის გამოც ღონისძიება დროებით შეწყდა.
„ერთ-ერთ წარმომადგენელს თავბრუ დაეხვა და დაეცა. ამიტომ, შეწყვეტა მოგვიწია. ის კარგად არის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ღონისძიების გაგრძელების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – „დიპ სტეიტის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით არის ქვეყნის, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი