ოვერჩუკი საქართველოს რუსეთ-სომხეთის სარკინიგზო დაკავშირებაში ჩართვისთვის მადლობას უხდის

ს პრემიერმინისტრის მოადგილემ, ალექსეი ოვერჩუკმა საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა რუსეთ-სომხეთის სარკინიგზო დაკავშირებაში მონაწილეობისთვის.
“მსურს მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის მოადგილეს, შაჰინ მუსტაფაევსა და სომხეთის რესპუბლიკის ვიცეპრემიერ მჰერ გრიგორიანს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სატრანსპორტო კავშირების განბლოკვისთვის ერთობლივი მუშაობისთვის, ასევე საქართველოს – მოცემული მარშრუტით გადაზიდვების ორგანიზაციაში კონსტრუქტიული მონაწილეობისთვის.” – თქვა ოვერჩუკმა.
გასულ დღეს სომხეთმა დან აზერბაიჯანის გავლით რკინიგზის მეშვეობით ბოლო ათწლეულებში პირველი ტვირთი მიიღო. ტვირთი 1 000 ტონა რუსული ხორბალი იყო. მატარებელმა საქართველოს ტერიტორიაც გაიარა.
მას შემდეგ, რაც ერევანი და ბაქო -ს შუამავლობით ტერიტორიული უთანხმოებების გადაჭრაზე შეთანხმდნენ და სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს, აზერბაიჯანმა სომხეთზე დაწესებული ტრანზიტული შეზღუდვები გააუქმა. გასული თვეში, ილჰამ ალიევმა, როდესაც ყაზახეთში იმყოფებოდა, თქვა, რომ ეს შეზღუდვები მოიხსნებოდა.
ასევე ოქტომბერში, რუსეთის პრემიერმინისტრის მოადგილე ალექსეი ოვერჩუკმა თქვა, რომ აზერბაიჯანმა და რუსეთმა ტრანზიტის საკითხი განიხილეს და ბაქომ გამოთქვა მზადყოფნა, რომ რუსული საქონელი მათი ტერიტორიის გავლით სომხეთში შესულიყო.