მომიტინგეები რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან.
მოქალაქეები თავდაპირველად საკანონმდებლო ორგანოს წინ შეიკრიბნენ, სადაც გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. დააკავეს ერთი პირი.
მოქალაქეები სკანდირებდნენ: “ძირს ს დამპალი იმპერია”.
ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი თავისუფალია.
საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული.