ოქტომბერში 5-ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება ყველაზე ძვირი თბილისში, ყველაზე იაფი კი აჭარაში იყო

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის ოქტომბერში, 2023 წლის სექტემბერთან შედარებით, 11.3%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 13.2%- ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 10.9%- ით შემცირდა.
PMSG-ის ტურიზმის ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი სამეგრელო-ზემო სვანეთში (-2.6%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი აჭარაში (-25.0%).
2023 წლის ოქტომბერში, 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 11.1%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10.9%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 18.7%-ით შემცირდა. წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო ქვემო ქართლში (26.0%), ყველაზე ნაკლები კი შიდა თბილისში (-18.3%).
2023 წლის ოქტომბერში, საქართველოში 3- ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 152 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა- 237 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა კი 118 ლარი შეადგინა.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა 411 ლარი შეადგინა. თბილისში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 562 ლარი შეადგინა, გურიაში- 530 ლარი, კახეთში- 517, ხოლო აჭარაში- 319.

ასევე დაგაინტერესებთ