გენერალური პროკურატურის მიერ ქართველი ოპოზიციონერებისა და ექს-პრეზიდენტის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა არის საზოგადოების პასუხი რადიკალების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე

გენერალური პროკურატურის მიერ ქართველი ოპოზიციონერებისა და ექს-პრეზიდენტის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა არის საზოგადოების პასუხი რადიკალების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი გენერალური პროკურატურის მიერ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის განმარტებით, სისხლის სამართლებრივი დევნა არის სისტემისა და მოსახლეობის პასუხი იმ ძალადობრივ მეთოდებზე, რომელსაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები სახელმწიფოს ჩამონგრევისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზებით შეცვლისთვის იყენებდნენ.
„გენერალური პროკურატურის მიერ, ქართველი ოპოზიციონერებისა და ექს-პრეზიდენტის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა არის საქართველოს სამართალდამცავების რეაქცია იმ მავნებლობაზე, რასაც ეს ადამიანები ჩადიოდნენ წლების მანძილზე საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი სამართლებრივი სისტემის პასუხი იმ ძალადობრივ მეთოდებზე, რომლითაც ისინი [რადიკალები] ცდილობდნენ სახელმწიფოს ჩამონგრევას და ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლას იმიტომ, რომ არჩევნების გზით არანაირად არ შეეძლოთ, რადგან არ აქვთ მოსახლეობის ნდობა. ეს არის უბრალოდ ამ ხალხის მიერ [საზოგადოების] გაცემული პასუხი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე და სხვა არაფერზე,“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა