დეკემბერში 1 გრამი ოქროს ფასი შესაძლოა 390 ლარამდე ავიდეს – თორნიკე სამხარაძე

,,წლის ჭრილში ოქრო გაძვირებულია, თუმცა, თვის ჭრილში ფასები შემცირდა. ბოლო პერიოდის ფასდაკლება ამერიკასა და ჩინეთს შორის მოსალოდნელ სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას უკავშირებენ”,- ამის შესახებ „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ რადიო “კომერსანტის” ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით ადგილობრივ ბაზარზე 1 გრამი ოქროს ფასი 15-20 ლარით შემცირდა.
,,წლის ჭრილში ოქრო გაძვირებულია, თუმცა, თვის ჭრილში ფასები შემცირდა. ბოლო პერიოდის ფასდაკლება ამერიკასა და ჩინეთს შორის მოსალოდნელ სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას უკავშირებენ. მსოფლიო ეკონომიკის ეს ორი ძირითადი და უმნიშვნელოვანესი აქტორი მოქმედებს და ყოველთვის მოქმედებდა ოქროს ფასზე. ოქროს ფასის ე.წ. გავარდნის შემდეგ, ახლა 9-10%-იანი კლება შეინიშნება. ამან ასახვა პოვა საქართველოს ბაზარზეც და 1 გრამ სუფთა ოქროზე ფასი დაახლოებით 15-20 ლარით შემცირდა. თუმცა, ეს შემცირება საკმაოდ მყიფეა, პატარა ბიძგიც და ფასი ისევ აიწევს. რეალიზატორებში არის მოლოდინი, რომ ფასის შემცირების ტენდენცია დროებითია”,- აღნიშნა სამხარაძემ.
„ზარაფხანას“ აღმასრულებელი დირექტორის პროგნოზით, დეკემბრიდან ოქროს ფასი ისევ მოიმატებს.
,,ოქროზე მოთხოვნა პიკს ნოემბერ-დეკემბერში აღწევს და ფასის გაზრდას განსაკუთრებით დეკემბრის პირველი კვირიდან ველოდებით. 1 გრამის ფასი შესაძლოა, 390 ლარამდე ავიდეს. დღეს 1 გრამის ფასი 365 ლარის ფარგლებში მერყეობს. იანვრიდან ფასები შედარებით დასტაბილურდება და დამშვიდდება”,- აღნიშნა თორნიკე სამხარაძემ.