„წერეთ და იკითხეთ, რუსებო“ – ელენე ხოშტარიას პასუხი პროკურატურას

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერი ელენე ხოშტარია, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ სისხლის სამართლის მძიმე მუხლებით აღძრა საქმე, აცხადებს, რომ გააგრძელებს მუშაობას „რუსული ოცნების სანქცირებაზე“. მისი პასუხი მისსავე ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.
„დიახ, „რუსული ოცნების“ სანქცირებაზე ინტენსიურად ვმუშაობდი და ვიმუშავებ… დიახ, პროტესტში სულ ძალიან აქტიური ვიყავი და ვიქნები… წერეთ და იკითხეთ რუსებო, მაინც ვერ გადარჩებით“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.
პოლიტიკოსის დედა ირინა გუნცაძე ამბობს, რომ „მთელი მსოფლიო ფეხზე დადგება“.
„რეები მოიგონეთ, რას „სტალინისტობთ“ აქ?!. ვინ „ჭამს“ ამას, საქართველოს რომელი მოქალაქე?!.
მთელ მსოფლიოს ფეხზე დავაყენებთ. მსოფლიო ფეხზე დადგება. რას ფიქრობთ საერთოდ, შვილები არ გყავთ საერთოდ? გეკითხებით“, – განაცხადა ირინა გუნცაძემ.
დღეს, 6 ნოემბერს, გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რვა ოპოზიციონერი (, ზურა ჯაფარიძე, , ელენე ხოშტარია, , , ბადრი ჯაფარიძე და ) პოლიტიკოსის წინააღმდეგ. მათ ნაწილს ედავებიან საბოტაჟს, ნაწილს ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
ელენე ხოშტარიას ბრალს წაუყენებენ სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით:
· საბოტაჟი (სსკ-ის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია 2-დან 4 წლამდე პატიმრობა);
· უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება (319-ე – 7-დან 15 წლამდე პატიმრობა);
· კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას ან მხარდაჭერა (321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – 6-დან 10 წლამდე პატიმრობა).
ელენე ხოშტარიას, ზურა ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ ერთ-ერთ მტკიცებულებად გენერალურმა პროკურორმა დაასახელა მათი აქტიურობა ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირების მიმართულებით.
ფორუმი