15 თებერვალს გაცნობის აპლიკაცია Tinder ბელარუსის ბაზარს დატოვებს.
“კომპანია Match Brand-ის ბრენდები, Tinder-ის ჩათვლით, ბელარუსში საკუთარი სერვისებს შეაჩერებს. 15 თებერვლიდან, თუ თქვენ იმყოფებით ბელარუსში, ვერ შეძლებთ Tinder-ის გამოყენებას. ამ თარიღამდე შესაძლებლობა გაქვთ გაიცნოთ და ესაუბროთ სხვა მომხმარებლებს”. – წერია სერვისის განცხადებაში.
გარდა ამისა, Tinder-ის პრესსამსახურის ცნობით, ბელარუსში ფასიანი სერვისები ავტომატურად აღარ განახლდება. ამასთან, მომხმარებლებს, რომლებმაც 6 და მეტი თვით გამოიწერეს თანხა დაუბრუნდებათ.
2023 წლის 30 ივნისს აპლიკაცია გავიდა რუსული ბაზრიდანაც. Match Group-ის ერთ-ერთი აქციონერის, კომპანია Friends Fiduciary Corp-ის დირექტორის, ჯეფ პერკინსის თქმით, მათი გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლოს დადგენილებას უკავშირდება.
“ბრენდის რეპუტაციისთვის არ არის კარგი, რომ განაგრძოს ოპერაციები ქვეყანაში, რომლის მეთაურსაც ბრალი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ წარუდგინა”. – აღნიშნა პერკინსმა.