წამყვანმა დასავლურმა ენერგეტიკულმა კორპორაციებმა ფინანსურად ისარგებლეს უკრაინის მიერ ს ნავთობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებით- Reuters

წამყვანმა დასავლურმა ენერგეტიკულმა კორპორაციებმა ფინანსურად ისარგებლეს უკრაინის მიერ ს ნავთობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებით.
ამან გაზარდა ნავთობის გლობალური გადამამუშავებელი ბაზრის მოგება და შეამცირა პოტენციური გლობალური ჭარბი მიწოდების შესახებ რისკები – წერს Reuters.
რუსული ექსპორტის შემცირებამ, ხელი შეუწყო გლობალური ნავთობის გადამუშავების მარჟის ზრდას, რამაც სარგებელს მოუტანა ისეთ ენერგეტიკულ გიგანტებს, როგორიცაა “Shell”, “Exxon Mobil”, “Chevron” და “TotalEnergies”.
ეს კომპანიები ერთად, დღეში თითქმის 11 მილიონ ბარელს ამუშავებენ, რაც გლობალური ნავთობის გადამუშავების სიმძლავრის 10%-ზე მეტს შეადგენს.
ამ ოთხმა კომპანიამ, ა.წ. მესამე კვარტალში, მეორე კვარტალთან შედარებით, ნავთობის გადამუშავებიდან მიღებული მოგების 61%-იანი ზრდა დააფიქსირეს, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მათი საერთო მოგების
ზრდას 20%-ით – აღნიშნავს სააგებტო.
მასალა მოამზადა ეკონომიკურმა მიმომხილველმა გოგიტა სურამელაშვილმა