“სახლიდან იარაღი ამოღებული არ არის” – “გეკას” უწყებას ტყუილში ადანაშაულებს

თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ჯაკო ჩარკვიანის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხობს.
გეკა გელაძის უწყების მტკიცებით, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რომელსაც ცნობილი ქართველი მომღერლის მამუკა ჩარკვიანის ვაჟი, სავარაუდოდ, უკანონოდ ინახავდა.
დაკავებულის მამიდა, პოლიტიკოსი , ამტკიცებს, რომ გუშინ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ჯეკო ჩარკვიანის საცხოვრებელი სახლიდან, ასევე ბიძამისის საცხოვრებელი სახლიდან საბრძოლო მასალები არავის ამოუღია.
“ძალადობა რომ ჩაიდინეს ეს ცალსახაა, დავგმე. თვითონ პროვოკაცია რომ იყო ამას ნახავთ – მიზანიმართული პროვოკაციაა. სახლიდან იარაღი ამოღებული არ არის, ბიძამისთან შევარდნენ, იარაღი ამოღებული არ არის. სარდაფებში – იარაღები არ არის. ახლა გვეუბნებიან, რომ კი, იარაღი ამოვიღეთ, მაგრამ სადარბაზოში იდო. მაპატიეთ, ჯაკო კერძო სახლში არ ცხოვრობს?! ჯაკო 9 სართულიან კორპუსში ცხოვრობს…”- თქვა მან ტვ პირველთან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მანჩო გიორგობიანის ორგანიზებით მომხდარი ძალადობის საქმეზე ოთხი ადამიანი დააკავა.
შეგახსენებთ, რომ სუპერმარკეტ „სპარის“ ორი თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეებიდან ერთ-ერთი მომღერალ მამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანი პოლიციას გუშინ ჩაბარდა.
2 ნოემბერს, გვიან ღამით, სუპერმარკეტ “სპარში” ორ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, მანჩო გიორგობიანი დააკავეს.
-ს ცნობით, მანანა გიორგობიანი დაუკავშირდა ჯაკო ჯანსუღ ჩარკვიანს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.