საქართველოს ნაკრები 15 და 18 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ორ შეხვედრას თბილისსა და სოფიაში გამართავს.
ვილი სანიოლმა ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. ორმა ფეხბურთელმა სანაკრებო გამოძახება პირველად მიიღო. მათ შორის არიან ესპანური კადისის 25 წლის მოთამაშე იური ტაბატაძე და სლოვაკური ჟილინას 20 წლის ფეხბურთელი ალექსანდრე ნარიმანიძე. საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს 10 ნოემბერს, თბილისში დაიწყებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო ქუთაისი, საქართველო), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), იური ტაბატაძე (კადისი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი).
წყარო: Nakrebi.ge
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
“მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ ” – ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
შენგელიას 13 ქულა და “ბარსელონას” საშინაო მარცხი “ჟალგირისთან”
ჩაკვეტაძე ბრუნდება – შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?
საქართველო – ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
“სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა… გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა…” – დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
მიქაუტაძემ შეიძლება “ბეტისთან” ვერ ითამაშოს – ცნობილი გახდა მიზეზი
საქართველოს ნაკრები – ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა




