კობახიძე: ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, თუმცა არსებობს ძალიან დიდი სივრცე, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს

„ქართული ოცნების“ დელეგაცია, ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით, ჩინეთში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს დელეგაციის წევრები ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდნენ. მ ჟურნალისტებს განუმარტა რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე.
„საუბარი გვქონდა ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩინეთსა და საქართველოს შორის. რა თქმა უნდა, ამ თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. საუბარი გვქონდა როგორც პოლიტიკური კუთხით თანამშრომლობაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე. თანამშრომლობის ყველა განზომილება არის თანაბრად მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ჩვენ შევეხეთ აბსოლუტურად ყველა მიმართულებას და გამოითქვა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისა და იმ პროცესის მიმართ, რომელიც არის დაკავშირებული ამ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან“, – განაცხადა მ.
მისივე თქმით, საქართველოს ჩინეთთან უკვე აქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, თუმცა როგორც კობახიძემ აღნიშნა, არსებობს ძალიან დიდი სივრცე, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.
„პირველ რიგში პოლიტიკური თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ იცით, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს სუვერენიტეტს. ასევე, ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიანი ჩინეთის პრინციპს და ამასთან დაკავშირებით დღეს მთავრობის საგანგებო განცხადებაც გავრცელდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაღრმავდეს ეს ურთიერთობები, რომლებიც არის ჩამოყალიბებული ხელისუფლებებს შორის, მმართველ პარტიებს შორი და მათ შორის, ამას ემსახურება ის ვიზიტი, რომელიც ახლა ხორციელდება ჩინეთში. ეკონომიკური განზომილებაც არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, თუმცა არსებობს ძალიან დიდი სივრცე, რომ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. ამისთვისაც, რა თქმა უნდა, მაქსიმუმი გაკეთდება ჩვენი მხრიდან“, – აღნიშნა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 14 იანვრიდან 20 იანვრამდე გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანის რესპუბლიკა არის არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ ძალიან კარგი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენთვის პრიორიტეტულია ამ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება

რევოლუციის მოსაწყობად 300 000 ხმის გაყალბების გამოგონილი აბსურდი ვინც არ დაადასტურა, ყველას გაშავების კამპანია მიდის, ეუთო/ოდირის შემდეგ, სახალხო დამცველის დისკრედიტაციის ტალღაც ამის ნაწილია