შსს-ს ცნობით, მანჩო გიორგობიანის საქმესთან კავშირში ამოღებულია იარაღი და დააკავეს 4 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ერთ-ერთ სუპერმარკეტში მანჩო გიორგობიანის ორგანიზებით მომხდარი ძალადობის საქმეზე ოთხი ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებულს, სავარაუდოდ, უკანონოდ ჰქონდა შენახული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.
შსს-ს ცნობით, ერთ-ერთი დაკავებულისგან, ჯ.ჩ.-სგან (რომელიც ემთხვევა ჯაკო ჩარკვიანის სახელისა და გვარის ინიციალებს) ამოღებულია „ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გლუვლულიანი თოფი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 110 ვაზნა“.
29 წლის ჯანო ჩარკვიანის გარდა, ამავე საქმეზე დაკავებული არიან 25 წლის ლ.გ.; 26 წლის დ.პ. და 30 წლის დ.კ.
ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ ღია მხარდამჭერი მანჩო გიორგობიანი პოლიციამ გუშინ, 5 ნოემბერს, დააკავა. მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან – ამ დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით 9 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
შსს-ს ვერსიით, გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს, 19 და 21 წლის ახალგაზრდებს, შემდეგ კი დაუკავშირდა თავის 29 წლის ახლობელს.
„[ახლობელი] ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ“, – ასე აღწერს შსს 2 ნოემბრის ღამეს მომხდარ დანაშაულს.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც