ევროკომისიამ სომხეთის მთავრობას ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადასცა

ევროკომისიის განცხადების მიხედვით, უწყებამ სომხეთის მთავრობას ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადასცა.
“ევროკავშირისა და სომხეთის პარტნიორობის გაღრმავების კონტექსტში, სამოქმედო გეგმის გააქტიურება მნიშვნელოვანი ნაბიჯია სრული ვიზალიბერალიზაციის მიღწევისთვის ევროკავშირსა და სომხეთს შორის. [გეგმაში] გაწერილია ის მოთხოვნები, რომლებიც სომხეთმა უნდა შეასრულოს, სანამ მისი მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობას შეძლებენ” – წერია ევროკომისიის განცხადებაში.
ევროკავშირმა და სომხეთმა უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად 2024 წლის სექტემბერში დაიწყეს.