კონგრესმენები რუბიოს მოუწოდებენ, მკაცრად უპასუხოს “ქართული ოცნების” “ცრუ ბრალდებებს”

ამერიკელი კონგრესმენები -ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, უგზავნიან ორპარტიულ წერილს, რომელშიც ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დაიცვას -ის ყოფილი პერსონალი, რომლებიც, საქართველოში ანტიამერიკული რიტორიკის ზრდის ფონზე, ქართველი ოფიციალური პირების უსამართლო სამიზნეები არიან, – ამის შესახებ წერია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ეს შეეხება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ თითქოს ტაილანდში აშშ-ის საელჩო, სავარაუდოდ, „ჩინური საფრთხეების“ წინააღმდეგ საბრძოლველად განკუთვნილ თანხებს ქართველი „რადიკალების“ მხარდაჭერაზე ხარჯავს.
წერილში კონგრესმენები მარკო რუბიოს მოუწოდებენ,მიიღოს საქართველოს ხელისუფლებისგან გარანტიები, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საგარეო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები (Foreign Service Nationals, FSNs), და აშშ-ის მიერ დასაქმებული სხვა პერსონალი არ იქნეა ცილისწამების ან მიზანში ამოღების მსხვერპლი.
ისინი სახელმწიფო დეპარტამენტისგან მოითხოვენ, მკაცრად უპასუხოს საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ საშიშ სიცრუეს, რამაც აშშ-ის ყოფილი პერსონალი საფრთხეში ჩააგდო“.
წერილს ხელს აწერენ აშშ-ის სენატორები : ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია), სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, როჯერ უიკერი (რესპუბლიკური პარტია), ჯონ კერტისი (რესპუბლიკური პარტია) და შელდონ უაითჰაუსი (დემოკრატიული პარტია) და ასევე კონგრესმენები ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია).
საქართველოს ხელისუფლებამ, “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, არაერთხელ გამოაცხადა შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის სურვილი, თუმცა მათი ქმედებები და განცხადებები საპირისპიროზე მიუთითებს, მოგიწოდებთ, მოითხოვოთ საქართველოს მთავრობისგან გარანტიები, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საგარეო სამსახურის (FSNs) ყოფილი თანამშრომლები და აშშ-ის მიერ დასაქმებული სხვა პერსონალი არ იქნება ცილისწამების ობიექტები ან თავდასხმის სამიზნეები“, – ნათქვამია წერილში.
კონგრესმენები წერენ, რომ „1-ელ ოქტომბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, მ აშშ-ის მთავრობა რევოლუციის წაქეზებაში დაადანაშაულა საგარეო სამსახურის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გადახდით“.
„ეს სინამდვილეში იყო სამსახურიდან გათავისუფლების (პენსიის) ანაზღაურება, რაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო აშშ-ის პერსონალის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ. მის კომენტარებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებიც იზიარებენ. ეს არასწორი დახასიათება საფრთხეში აგდებს საგარეო სამსახურის თანამშრომლებს. განცხადებები ასევე მნიშვნელოვან მონაცემებს წარმოადგენს: „ქართული ოცნება“ არ ავლებს სერიოზული განზრახვას შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით“, – ნათქვამია წერილში.
მისი ავტორები მიუთითებენ, რომ აშშ-ის მთავრობა ადგილობრივ პერსონალზეა დამოკიდებული, რათა შეასრულონ სამუშაო აშშ-ის დეპარტამენტებისა და სააგენტოების მითითებებით.
,თუ ჩვენ არ დავიცავთ პერსონალს უცხო ქვეყნის მთავრობის თავდასხმებისგან, ეს შეზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას, დავასაქმოთ პერსონალი და განვახორციელოთ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა მთელ მსოფლიოში. მოგიწოდებთ, დაგმოთ ეს თავდასხმები და უზრუნველყოთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ძლიერად უპასუხოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მომუშავე პერსონალის მიზანში ამოღებას, სადაც არ უნდა მოხდეს ეს“ – წერენ კონგრესმენები მარკო რუბიოს.
· უფრო ადრე 9 ოქტომბერს , აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) და დემოკრატების ლიდერმა კომიტეტში, ჯინ შაჰინმა ერთობლოვი განცხადება გაავრცელეს სადაც ისინი წერდენენ, რომ , „მიუღებელია, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-ის მთავრობის ყოფილ თანამშრომლებს უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს, თითქოს ისინი საქართველოს მთავრობას ძირს უთხრიან“.
· “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ 8 ოქტომბერს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, “დაამტკიცოს, რომ მოქმედებს არა “დიპ სტეიტის” გავლენით”, რისი “მარტივი მტკიცებულება იქნებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობის დაგმობა”. იგულისმებოდა თბილისში 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლები, როცა აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის ღობე გაარღვიეს და ეზოში შეაღწიეს.
· ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილის დაბარებას.
· სახელმწიფო დეპარტამენტში „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების გამო, რომლებიც უკავშირდება „ტაილანდიდან რევოლუციის დაფინანსების“ შესახებ ბრალდებებს.
· “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა 8 ოქტომბრის ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სურთ აშშ-ის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გადატვირთვა.
· შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წლის ნოემბერში შეაჩერა;
· მანამდე „აგენტების კანონის“ და „ქართული ოცნების” წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ;
· სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო;
· ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს არაერთ წარმომადგენელს;
· „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა;
· 2025 წლის 13 მაისს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა მ ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს;
· 28 მაისს შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“. ივანიშვილმა საპასუხო წერილში საელჩოს განცხადებას „გაუგებარი“ უწოდა.
ფორუმი