“უფალო შეუნდე ჩემს მტერს და დალოცე მოყვასი, ვინც ხელი მკრა და წამომაყენა” – ირაკლი ნადირაძე

“უფალო შეუნდე ჩემს მტერს და დალოცე მოყვასი, ვინც ხელი მკრა და წამომაყენა” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დაკავებული წევრი, ირაკლი ნადირაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წერილში ღმერთს სთხოვს დალოცოს ბრძოლა, რომელმაც ის სახლში ვერ დააყენა.

უფალო შემინდე
უფალო დამინდე
უფალო მიხსენ და მილხინე ცოდვისგან
უფალო მომეცი რწმენა და სიმტკიცე
და გთხოვ დამიფარო ბოროტთა ბოდვისგან.
წმინდაო ძლიერო
წმინდაო უკვდავო
ყოველი აღავსე მადლითა შენითა
უფალო მასწავლე შენი სიმართლენი
თუ შენი წყალობა მე, ცოდვილს მეღირსა…
შეუნდე ჩემს მტერს და დალოცე მოყვასი
ყველა – ვინც ხელი მკრა და წამომაყენა
უფალო დალოცე, გთხოვ, ჩემი ოჯახი
ის ბრძოლაც – მე სახლში რომ ვერ დამაყენა.
შევთხოვ მუხლმოდრეკით დედა სამშობლოსაც:
– არასდროს არ ჩაქრე შენც – წმინდა სანთელო
ღმერთო დაიფარე, ღმერთო დაიფარე
ღმერთო დაიფარე, ჩემი საქართველო!” – წერს ირაკლი ნადირაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)