იტალიის სერია B-ს ბინადარმა “სპეციამ” გვაუწყა, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი რობერტო დონადონი გახდა. მას კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე, ანუ სეზონის დასრულებამდე გაუფორმეს.
გამოცდილ სპეციალისტს მძიმე მემკვიდრეობა დახვდება, რადგან 11 მატჩში “სპეციამ” მხოლოდ 7 ქულა მოაგროვა და მე-19 პოზიციაზე იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ რობერტო დონადონი სამწვრთნელო საქმიანობას 5 წლის შემდეგ დაუბრუნდა. მას კარიერის განმავლობაში “ჯენოა”, “ნაპოლი”, “კალიარი” და არაერთი იტალიური გუნდი დაუმოძღვრავს, ბოლოს კი 2020 წელს ჩინურ “შენჟენს” ედგა სათავეში.
შეხსენებისთვის, დონადონი 2008 წელს იტალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წვრთნიდა და მაშინ “სკუადრა აძურამ” მეოთხედფინალს უწია, სადაც ესპანეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
[VIDEO] მორატამ მილინკოვიჩ-სავიჩს პენალტი ვერ გაუტანა – “ნაპოლი” “კომოს” ფრედ ეთამაშა
“ნაპოლი” ჩემი ბოლო იტალიური კლუბი იქნება” – სპალეტიმ ახსნა, ამ სიტყვების მერე რატომ ჩაიბარა “იუვენტუსი” და მისი ტატუს მნიშვნელობაზეც ისაუბრა
“სპეციამ” გელაშვილის გამოსყიდვა გადაწყვიტა
იტალიის ფეხბურთის ფედერაცია: დიახ, ანტონიო კონტე ევრო 2016-ის შემდეგ წავა
ივა გელაშვილი “იბერია 1999”-ში ითამაშებს
იტალიელი მწვრთნელები ფოკუსში: ჰკითხეთ კლაუდიო რანიერის!
გელაშვილმა იტალიაში გაიტანა და თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა [VIDEO]
ნაპოლი-ბოლონია. გამოხმაურება: “ნაპოლი” გვიან გაცოცხლდა
გატუზოს ნაცვლად “მილანის” მწვრთნელად შეიძლება დონადონი დანიშნონ
ლოჩოშვილი შეცვლაზე შევიდა – გელაშვილი სათადარიგო იყო
ემანუელე ჯაკერინი: კონტე დონადონიმ უნდა შეცვალოს
ფილიპო ინძაგის დღეს “ბოლონიას” ჩააბარებენ
გელაშვილი დაბრუნდა და გააძევეს – ქართველზე მწვრთნელმა ისაუბრა
გელაშვილმა იტალიაში შეუცვლელად ითამაშა – ალვინიმ ქართველი შეაქო



