საფრანგეთში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ვეტერანებს შორის, მესამე დღეს შეჯიბრება ორ ასაკობრივ კატეგორიაში (M5, 50-54 წლის და M6, 55-59 წლის) გაიმართა.
M5 კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენებმა 4 მოიპოვეს, ნესტორ ხერგიანი (73 კგ) და ალექსი დავითაშვილი (+100 კგ) კი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ. აღსანიშნავია, რომ დავითაშვილი ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონი მეცხრედ გახდა.
სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ვეტერანთა ნაკრების ანგარიშზე 20 მედალია (8 ოქრო, 4 ვერცხლი, 8 ბრინჯაო).
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
ძიუდო. ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ზვიად წიკლაურის ოქრო



