ტანზანიის ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლებამ ასობით დემონსტრანტი დახოცა

ტანზანიის მთავარი ოპოზიციური პარტია პოლიციას ასობით დემონსტრანტის დახოცვასა და მათი ცხედრების თავიდან მოშორებაში ადანაშაულებს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ტანზანიაში საპროტესტო აქციები გასული კვირის ოთხშაბათს დაიწყო, როდესაც არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, სამია სულუჰუ ჰასანმა გაიმარჯვა.
მომიტინგეები ჰასანის მთავარი კონკურენტების დან ჩამოშორებას აპროტესტებენ. სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოხდა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ კომენდანტის საათი დააწესა და ინტერნეტი გათიშა.
ოპოზიციურ პარტია „ჩადემას“ გასულ კვირას გამართულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. მისი ლიდერი ტუნდუ ლისუ ღალატის ბრალდებით დააკავეს მას შემდეგ, რაც ჰასანის მთავრობამ ის 29 ოქტომბრის ს ჩაშლის დაგეგმვაში დაადანაშაულა.
CNN-ს პარტიაში განუცხადეს, რომ გარდაცვალების 2 000 ფაქტი დააფიქსირეს და რომ პოლიციამ ასობით ცხედარი თავიდან მოიშორა.
CNN-ი იუწყება, რომ ვერ შეძლეს დაღუპულთა რაოდენობის გადამოწმება, მთავრობის წარმომადგენელმა კი საპროტესტო აქციებზე რეაგირების შესახებ კითხვას არ უპასუხა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ყორშია: “ქართულმა ოცნებამ” მთელი ამ წლების განმავლობაში, ადამიანებში არსებული ყველა ქვენა გრძნობა გააღვიძა. რისი სააშკარაოზე გამოტანაც ინდივიდისთვის სოციალური სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა