რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეებმა პარლამენტის წინ საავტომობილო გზა გადაკეტეს.
პოლიციამ მათ გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. პარლამენტის მიმდებარედ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.
“გამარჯვება ხალხშია, ძალა ერთობაშია”; “ცეცხლი ოლიგარქიას”; “ბოლომდე, ბოლომდე”, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
მოგვიანებით, პოლიციამ საავტომობილო გზა გახსნა, აქციის მონაწილეები მოწოდებას დაემორჩილნენ და პროტესტს ტროტუარზე აგრძელებენ.
უწყვეტი პროტესტის 343-ე დღესაც აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.