სერგეი შოიგუ: უნდა დავაფასოთ ხელისუფლების გამძლეობა, ნამდვილად დაიცვეს საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესები

ს უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შოიგუ ქართულ ოცნებას აქებს, მათ “გამძლეობას” უფასებს და ირწმუნება, რომ მათ ქვეყნისა და ხალხის ინტერესები დაიცვეს. ამის შესახებ მან დსთ-ს ქვეყნების უშიშროების მდივნების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო წინააღმდეგობა გაეწია ერთი თუ მეორე ს დროს საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციისკენ მიმართული დესტრუქციული ქმედებებისთვის. აქ, რა თქმა უნდა, უნდა დავაფასოთ ხელისუფლების გამძლეობა, ნამდვილად დაიცვეს საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესები.” – თქვა შოიგუმ.

შოიგუმ საქართველო შეხვედრის გახსნის დროსაც ახსენა. მან ქართული ოცნების მტკიცება, თითქოს დასავლეთი ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას უჭერდა მხარს და დაამატა, რომ მთლიანობაში სამხრეთ კავკასიის მიმართულებით ვითარება “უმჯობესდება”.