რუს პოლიტტექნოლოგებს აფხაზეთიდან გავაძევებთ – აფხაზეთის СГБ

აფხაზური ტელეგრამ არხების ცნობით, რუსი პოლიტტექნოლოგები, რომლებიც უკანონოდ ახორციელებდნენ საქმიანობას აფხაზეთის ტერიტორიაზე და დაქირავებული იყვნენ არაკომერციული ორგანიზაციის — „აფხაზეთის გუნდის“ მიერ, დღეს, 5 ნოემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.
СГБ-ს თანამშრომლების ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ისინი ქვეყნის ტერიტორიიდან იქნებიან დეპორტირებულები/გაძევებული.
“აიაშარას” ტელეგრამ არხის ცნობით, სოხუმის ცენტრში, დე ფაქტო პრეზიდენტისა და დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტის წინასაარჩევნო ბანერის უკან მოქმედ ოფისში რუსეთის მოქალაქე პოლიტტექნოლოგები აფხაზეთის კანონმდებლობის დარღვევით ამზადებენ გაზეთსა და პროპაგანდისტულ მასალებს. მათ მუშაობას, ტელეგრამ არხის წყაროს ცნობით, აფხაზეთის [დე ფაქტო – რედ.]პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხელს აფარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე: ხუჭუჭთმიან ბიჭს რომ ფეხბურთელებივით ურტყეს ფეხები არაკაცებმა, ამის გამო გასამართლდა ვინმე? ეს არ არის დანაშაული და ჩვენი ჰაერში აგდებული ქაღალდი და ბოთლია დანაშაული? ამას ეძახით სამართალს?