“მანჩესტერ იუნაიტედის“ ბოლო კომბინაცია ვან გაალის დროს ვნახე” – გარი ნევილმა ტენ ჰაგი გააკრიტიკა

“მანჩესტერ იუნაიტედის' ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა “მანკუნიანელთა” შესახებ ისაუბრა და ერიკ ტენ ჰაგი გააკრიტიკა.
ნევილის თქმით, ნიდერლანდელი სპეციალისტი “იუნაიტედში” საკუთარი იდეების განხორციელებას ვერ ახერხებს.
“ბოლოს, როცა “იუნაიტედის” თამაშში კომბინაცია და ზუსტი პასების სერია ვნახე, ვან გაალის დროს იყო. ახლა კი უმეტესწილად ფეხბურთელი ბურთს უმისამართოდ იგერიებს.
ამით გაკვირვებული ვარ, რადგან ტენ ჰაგმა “აიაქსში” ფანტასტიკური გუნდი შექმნა, სამწუხაროდ ამას “იუნაიტედში” ვერ ვხედავ.
გუნდისგან უნდა დავინახოთ, რომ პროგრესის გზას ადგას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადამჭრელი ზომების მიღება იქნება საჭირო”, – განაცხადა ნევილმა.
შეგახსენებთ, “იუნაიტედი” პრემიერლიგის
სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-7 ადგილზეა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში