ნადირობა პსჟ-ს ფეხბურთელებზე. “კვარა” გადარჩა, ჰაკიმი – ვერა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „ბაიერნის“ ფეხბურთელები პსჟ-სთან ძალიან ხისტად თამაშობდნენ, ეს არ იყო უხეშობის ზღვარზე მოქმედება, უბრალოდ ნადირობა და მეტოქეთა დაშინება და მწყობრიდან გამოყვანა გახლდათ.
ორჯერ გადაურჩა ტრავმას, პირველი ტაიმის დასასრულს კი ლუის დიასმა უკნიდან ვარდნაში მოცელა აშრაფ ჰაკიმი და გაძევეს. ის ანტუან გრიზმანის შემდეგ ბოლო 10 წელიწადში მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ამ ტურნირზე დუბლი შეასრულა და წითელი ბარათი მიიღო, – იტყობინება Squawka.
ჰაკიმიმ თანგუნდელების დახმარებით თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი, დღეს დილით სამედიცინო შემოწმება გიარა და „მარკას“ ცნობით, დაახლოებით ორი თვე მოუწევს უქმობა. 21 დეკემბერს მაროკოში სტარტს აიღებს აფრიკის თასის გათამაშება და აშრაფის მასში მონაწილეობა ძალიან საეჭვოა. მაროკო ტურნირს 1988 წლის შემდეგ პირველად უმასპინძლებს და ჰაკიმის ტრავმა მძიმე დანაკლისი იქნება. Hebdo International-ი წერს, რომ ის ქვეყნის სიმბოლო, გულშემატკივართა იმედია და ახლა ყველა დამაიმედებელი ცნობის მოლოდინშია.
ლუის დიასმა თავის „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა: „ეს ემოციებით აღსავსე ფეხბურთის ნამდვილი ზეიმი იყო. 90 წუთის მანძილზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არა მარტო კარგი, არამედ ცუდიც. ვწუხვარ, რომ მატჩის დასრულება ვერ მოვახერხე, თუმცა ვამაყობ ჩემი თანაგუნდელების ძალისხმევით, რომლებმაც გამარჯვების მოსაპოვებლად თავი არ დაზოგეს. ასევე მინდა აშრაფ ჰაკიმის გამოჯანმრთელება და მოედანზე მალე დაბრუნება ვუსურვო“.
კომენტარი „რეკორდმაისტერის“ მცველმა იოსიპ სტანიშიჩმა გააკეთა: „ლუის დიასს ეს განზრახ არ გაუკეთებია. ჩვენ მას მადლობა გადავუხადეთ (იცინის). მე ვხუმრობ! ვხუმრობ! ის ჩვენსავით ბედნიერი იყო“. ხორვატის ნათქვამმა პსჟ-სა და მაროკოელი ქომაგების აღშფოთება გამოიწვია.
ლუის დიასს, ალბათ, სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან, ხოლო ჰაკიმი უცნობია როდის ჩადგება მწყობრში.
“სხვა არჩევანი არ გვაქვს… რაც შეეხება ნოიერს…” – კვარაცხელიას კომენტარი “ბაიერნთან” მარცხის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში?
“ფეხბურთელები ველურები არ ვართ” – მბაპემ ჰაკიმი დაიცვა
ხვიჩას სარეკორდო მოქმედება, შვება და ლუის ენრიკეს ქათინაური – “ეკიპი” მაინც თავისას ამტკიცებს
პსჟ-ის ხელმძღვანელობას ჰაკიმის განცხადება არ მოეწონა – პარიზულ გუნდში მცირე დაძაბულობაა?
დღეს ქართველების მონაწილეობით 2 დიდი მატჩია – “კვარა” ცეკვის შემდეგ
Le Parisien: ლუის ენრიკემ ზაბარნისთან დაკავშირებით ახალი გეგმა დასახა
კიდევ ერთი რუსი პსჟ-ში უკრაინელი ზაბარნის “გასახარებლად”?
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს – “ნაპოლის” ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
“ბაიერნი” 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
“იუვენტუსში” მყავს ფეხბურთელი, რომელიც ს მახსენებს” – ლუჩანო სპალეტი
“მათი გუნდური სულისკვეთებით მოხიბლული ვარ, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებს ვეთამაშებით” – ვენსან კომპანი პსჟ-სთან მატჩის წინ
ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს “ბაიერნის” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
შეთანხმება შედგა – დიასი დიდი ალბათობით, “ლივერპულს” დატოვებს
ნუნიესი “ლივერპულს” უახლოვდება – მერსისაიდელებმა მანეს შემცვლელს მიაგნეს…
“კვარას” პსჟ-მ სახლში კაცნაკლულ “ბაიერნთან” მარცხი განიცადა
როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში?
Golden Boy – დეზირე დუემ წლის მიწურულს მნიშვნელოვანო პრიზი მიიღო
“სხვა არჩევანი არ გვაქვს… რაც შეეხება ნოიერს…” – კვარაცხელიას კომენტარი “ბაიერნთან” მარცხის შემდეგ
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ხამეს როდრიგესი: “მინდა ფინალში “ლივერპულმა” მოიგოს”
გაუპატიურების ბრალდებით – ჰაკიმის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
[VIDEO] კვარაცხელიას შედევრამდე სულ ცოტა დააკლდა – ქართველმა ჰაკიმის გაატანინა
აშრაფ ჰაკიმიმ გაუპატიურებაში მის ეჭვმიტანილობაზე კომენტარი გააკეთა