თბილისის “დინამოს” ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა

უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე ლარნაკას აეკ-ი 2:0 დაამარცხა, ორრაუნდიანი დაპირისპირება კი 6:3 მოიგო და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
გოლები რეზი დანელიამ და ჰალიდ დოლტმურზიევმა გაიტანეს.
შეგახსენებთ, “დინამომ” პირველ ეტაპზე ბოსნიის „ზრინსკის“ სძლია (3:0, 1:1).
“დინამო” პირველი ქართული გუნდია, რომელმაც უეფას ახალგაზრდული ლიგის მესამე ეტაპზე გასვლა შეძლო, სადაც “ლუდოგორეცსა” და მინსკის “დინამოს” შორის გამარჯვებულს 26 ნოემბერს და 10 დეკემბერს შეხვდება.
ს ქალთა ნაკრები შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუშვან
“უღარიბეს 7-შვილიან ოჯახში გავიზარდე, დედა ადრე დავკარგე… სანამ რამეს მივაღწევდი, ეს რთული გზა გამოვიარე…” – ოსიმენის ისტორია ნაგავსაყრელთან სიახლოვიდან მსოფლიო ვარსკვლავობამდე
[VIDEO] თბილისის “დინამოს” ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა