Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას
ის პროექტი, რომელიც განხორციელდება Eagle Hills-ის მიერ ჩვენს ქვეყანაში, უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანამ მიაღწიოს განვითარების სათანადო დონეს.
„ჯერ კიდევ 9.4% არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე, 30%-დან არის შემცირებული 9.4%-მდე. წელს პირველად გადააბიჯებს ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 10 000 დოლარს, გადააჭარბებს 100 მილიარდ ლარს მთლიანობაში. ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისათვის, რომ ავამაღლოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხი და ცხოვრების დონე. ამას ვერაფერი შეუშლის ხელს. დღეს სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე. ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება. რა თქმა უნდა, არ გაუვა ეს არცერთ კერძოდ მყოფ პოლიტიკურ ძალას. ამ პოლიტიკანებს არ გაუვათ ასეთი სპეკულაციები. დღეს სახელმწიფო არის სულ სხვა სიმაღლეზე და ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები. ეს შეეხება ჰესებს, ეს შეეხება მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით პროექტების განხორციელებას. ყველგან იქნება უზრუნველყოფილი პროექტების შეუფერხებელი განხორციელება, სადაც ეს შეესატყვისება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. Eagle Hills-ის პროექტი არის სწორედ ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებული და გამორჩეული პროექტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ