პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ
ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ, არიან ჩვეულებრივი უცხოელი აგენტები და მოქმედებენ დავალებების შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ბობ მეიერთან ხელშეკრულების გაფორმებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში და ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას, თუმცა არ გამოსდით, რაც ძალიან კარგია.
„ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან. ამხელა საქმე წამოიწყეს არბიტრაჟში და ეს საქმე წააგეს, აქედანაც ჩანს და მერე არც რცხვენიათ, რომ კიდევ აგრძელებენ ამ თემებზე საუბარს. რეალურად, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ. არიან ჩვეულებრივი უცხოელი აგენტები და მოქმედებენ ყველგან დავალებების შესაბამისად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ოდიშარია ფილმზე – „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“: ჩვენ ვეცადეთ, რომ ამ ფილმით გადმოგვეცა არა მხოლოდ პარალიმპიელთა ისტორიები, არამედ მთლიანად ამ მოძრაობის ისტორია საქართველოში და იმედი მაქვს, რომ საზოგადოებისთვის ეს ფილმი იქნება ისეთივე შთაგონების წყარო, როგორიც იყო ჩვენთვის

პრემიერი – 2012 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 3 პარასპორტსმენი იყო სპორტის 2 სახეობაში, დღეს 300-ზე მეტი სპორტსმენია 14 სახეობაში და ათეულობით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გვყავს, მთავრობა მომავალშიც მაქსიმალურად დაუჭერს მხარს პარასპორტის განვითარებას