ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით
ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი, რაც ეკონომიკური კუთხით ხორციელდება ქვეყანაში.
„ინვესტიციის კუთხით არის უპრეცედენტო თავისი მასშტაბით, 6,5 მილიარდ დოლარზეა საუბარი. ასეთ დროს, როდესაც ახერხებენ სპეკულირებას, ეს არის ყველაფერზე მეტყველი ფაქტი. თავიდან „ლელომ“ აწია ეს კამპანია, მეორე არის „ალტ ინფო“. ჯერ ვიფიქრე, რომ „ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონეზე, მერე ვიფიქრე, რომ „ალტ ინფო“ დაეშვა „ლელოს“ დონემდე, საბოლოო ჯამში მივედი იმ დასკვნამდე, რომ ორივე არის ფსკერზე. ასეთია ამ ადამიანების რეალური სახე. ძალიან მძიმეა მათი მდგომარეობა, 6,5 მილიარდ დოლართან დაკავშირებითაც ახერხებენ სპეკულირებას, გარკვეულ ეტიკეტებს იყენებენ ამასთან დაკავშირებით, თითქოს უცხოელების ქალაქები შენდება საქართველოში და ა.შ. ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაციები. რაც შეეხება ბინის რეალიზაციას უცხოელებზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უცხოელი ავტომატურად იღებს საქართველოში ცხოვრების უფლებას. ბოლო წლების განმავლობაში საშუალოდ წლიურად 15 ათასი ბინა იყიდება უცხოელებზე, თუმცა ერთია ბინების რეალიზაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისთვის, განსაკუთრებით ამ კონკრეტული მშენებლობის სექტორის განვითარებისთვის და მეორეა, ვინ იღებს და ვინ არ იღებს საქართველოში ბინადრობის ნებართვას“, – განაცხადა მ.
მისივე თქმით, ინვესტიცია ავტომატურად არ ნიშნავს ბინადრობის ნებართვას.
„ყველაფერს აკონტროლებს ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, სასპეკულაციო არაფერია. სამარცხვინოა, რომ ვუსმენდი. მემგონი, თავადაც რცხვენოდა ხაზარაძეს, როცა ლაპარაკობდა ასეთი სპეკულაციებით ამ პროექტთან დაკავშირებით. კაცი ბიზნესმენია, მას რეალურად ყველაზე კარგად ესმის, რომ არავითარი მინუსი არ აქვს ამ პროექტს და არის ძალიან დიდი პლუსი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და ზოგადად მისი განვითარებისთვის და ასეთ დონემდე დაამდაბლეს, რომ ასეთი სპეკულაციებით ალაპარაკებენ 6,5 მილიარდ-დოლარიან ინვესტიციაზე კაცს, რომელსაც ერთ დროს ერქვა ბიზნესმენი. სამარცხვინოა, „ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ -„ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, სინამდვილეში ეს არის ორივეს მდგომარეობა. რეალურად ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით, ეს არის ჩვენი საერთო პოლიტიკა“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას

ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, საქართველო არის მოწინავე, გამორჩეული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა თვალსაზრისით – ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ყველას ვურჩევ, შეეგუონ ქართველი ხალხის არჩევანს