ანჯელინა ჯოლი ხერსონს ეწვია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ამერიკელი მსახიობი და იუნისეფის კეთილი ნების ელჩი უკრაინაში საქველმოქმედო დახმარების პროგრამის ფარგლებში ჩავიდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი სამედიცინო დაწესებულებებს ეწვია, სადაც ბავშვები მოინახულა.
ცნობისთვის, ეს ანჯელინა ჯოლის უკრაინაში პირველი ვიზიტი არ არის. 2022 წელს ამერიკელი მსახიობი ლვოვში იმყოფებოდა.




