ბრიუსელი ერევანს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გეგმას წარუდგენს

ევროკომისიის მიგრაციისა და შიდა საქმეთა საკითხების გენერალური დირექტორის მოადგილე იოჰანეს ლიუჰნერი 5-6 ნოემბერს სომხეთში იმყოფება. ვიზიტის მიზანია, სომხურ მხარეს წარუდგინოს სომხეთსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ 5 ნოემბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა არპინე სარგსიანმა მიიღო იოჰანეს ლიუჰნერი.
შეხვედრაზე, როგორც გამოცემა იუწყება ოფიციალურ სტრუქტურებზე დაყრდნობით, განიხილეს სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები.
“ЕU-ის წარმომადგენელმა მაღალი შეფასება მისცა სომხეთის მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და მადლობა გადაუხადა მინისტრ სარგსიანს პროცესის ეფექტიანი კოორდინაციისთვის”.
შს მინისტრის არპინე სარგსიანის განცხადებით, სომხეთი ერთგულია იმ რეფორმების განხორციელების, რომლებიც უზრუნველყოფს ევროკავშირის ქვეყნებში სომეხი მოქალაქეების ღირსეული და კომფორტული შესვლის შესაძლებლობებს.
მისივე თქმით, ამჟამად სომხეთის რესპუბლიკა ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც ЕС სავიზო ლიბერალიზაციის პროცესს ახორციელებს.