მოლდოვის ხელისუფლებამ კიშინიოვში “რუსული სახლის” დახურვა გადაწყვიტა

მოლდოვის რესპუბლიკის ხელისუფლებამ ორშაბათს დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც უქმდება რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულება კულტურული ცენტრების შექმნისა და მუშაობის თაობაზე. პროექტი ითვალისწინებს კიშინიოვში მდებარე ე.წ. რუსული სახლის დახურვას. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ეს ინსტიტუტი არის ს მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი და წარმოადგენს ს სახელმწიფო სააგენტო “როსსოტრუდნიჩესტვოს”.
მოლდოვის კულტურის მინისტრის, კრისტიან ჟარდანის თქმით, ეს ცენტრი გაიხსნა რუსეთსა და მოლდოვას შორის 1998 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე – რომელიც კულტურის სფეროში თანამშრომლობას ეხებოდა. ხელშეკრულებას ვადა 2026 წლის ივლისში ეწურება. მინისტრის თქმით, ხელშეკრულებას აღარ გაახანგრძლივებენ. მოლდოვის ხელისუფლება “რუსულ სახლს” მიიჩნევს “კრემლის ჰიბრიდული გავლენის ინსტრუმენტად”. ამასთან, აღნიშნულია, რომ რუსეთში არ არსებობს მოლდოვის კულტურული ცენტრი.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მომხდარს უწოდა “რუსეთის მიმართ ანტაგონიზმის მორიგი გამოვლინება” და თქვა, რომ მოლდოვის ხელისუფლება ელტვის, “უარყოს ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანას უკავშირდება”.
“როსსოტრუდნიჩესტვო” აცხადებს, რომ “რუსული სახლი” ჯერჯერობით ჩვეულებრივი რეჟიმით მუშაობს. ამ ცენტრის ვებსაიტზე ამოცანებს შორის აღნიშნულია რუსული კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერა, თანამშრომლობის ხელშეწყობა, რუსული ენის პოზიციების გაძლიერება, საზოგადოებრივი დიპლომატია და ახალგაზრდობის გაცვლა-გამოცვლა.
მანამდე მოლდოვის ხელისუფლებამ რუსეთს ბრალი დასდო ქვეყანაში მიმდინარე არჩევნებში ჩარევის მცდელობებში და ზოგად მისწრაფებაში, მოლდოვაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.
მიმდინარე წლის თებერვალში ბაქოში დახურეს “რუსული სახლი”. ამ ინსტიტუტის მუშაობის შეჩერება აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვის ფონზე მოითხოვა.
2022 წელს რუსეთის მხრიდან ში სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ, “რუსული სახლების” მუშაობა შეწყდა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის რუმინეთში. თუმცა რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ეს სახლები კვლავაც ფუნქციონირებს დასავლეთის ბევრ ქვეყანაში – 2022 წლამდე პერიოდთან შედარებით ნაკლებად აქტიურად.
ფორუმი