აფხაზეთში რუსეთმა საზღვაო ბაზაზე წვრთნები გამართა – DRI

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ ფიჩორთან, ანაკლიიდან ოთხ კილომეტრში, მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ბაზის ასაშენებლად 2023 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას DRI ავრცელებს.
DRI-ის ინფორმაციით, ბაზის ტერიტორიაზე 10 და 11 იანვარს გაიმართა წვრთნები, სადაც იმიტირებული იყო პორტზე სარაკეტო და დამრტყმელი დრონებით მასობრივი იერიშების მოგერიება. რუსულ ღია წყაროებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზემოაღნიშნული ბაზის მშენებლობა შესაძლოა 2024 წელს დასრულდეს.
პარალელურად, 2024 წლის 8 იანვრიდან აფხაზეთში, საოკუპაციო ხაზის რამდენიმე მონაკვეთზე პოზიციის გაძლიერების მიზნით, საფორტიფიკაციო სამუშაოები დაიწყო. თავდაცვითი პოზიციების აშენება სიღრმეშიც მიმდინარეობს – ოჩამჩირის, ტყვარჩელის და გულრიფშის რაიონებში ხდება ეშელონირებული თავდაცვითი პოზიციების მომზადება.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთის ფედერაცია შესაძლოა აქტიურად ამზადებდეს აფხაზეთის საზღვაო აკვატორიის ტერიტორიას უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?