დიმიტრი პესკოვი – ს შეიარაღების სისტემა „ცხელი თავების“ წინააღმდეგ საიმედო ფარი უნდა გახდეს

რუსეთის შეიარაღების სისტემის განვითარება საიმედო ფარად უნდა იქცეს „ცხელი თავების“ წინააღმდეგ, რომლებიც პოტენციურად მზად არიან წინდაუხედავი ქმედებებისთვის, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პესკოვს ჰკითხეს, თუ რა რეაქციას ელის კრემლი უახლესი იარაღის გამოცდის შემდეგ, შეამცირებს თუ არა ეს „დასავლელი პოლიტიკოსებისა და მილიტარისტების“ ენთუზიაზმს, ან შესაძლებელია თუ არა, რომ ამან შეიარაღების რბოლა გააძლიეროს და დააჩქაროს.
„რუსეთის ფედერაცია სისტემატურად ავითარებს შეიარაღების სისტემებს, რომლებიც შექმნილია იმისათვის, რომ გახდეს საიმედო ფარი, ასე ვთქვათ, „ცხელი თავების“ წინააღმდეგ, რომლებიც არა მხოლოდ დაუფიქრებელ განცხადებებს აკეთებენ, არამედ პოტენციურად მზად არიან მოქმედებისთვისაც“, – აღნიშნა პესკოვმა.