ჩინეთი და შვეიცარია სავაჭრო კავშირების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ, – ინფორმაციას “დოიჩე ველე” ავრცელებს.
“ჩინეთმა და შვეიცარიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაძლიერებლად და ორმხრივი კავშირების გაღრმავების მიზნით”, – განაცხადა შვეიცარიის მთავრობამ.
როგორც მედია წერს, ჩინეთი თანახმაა შვეიცარიის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლაზე. ამასთან, შვეიცარიის მთავრობა გაამარტივებს სავიზო რეჟიმს როგორც ჩინეთის მოქალაქეებისთვის, ისე – საწარმოებისთვის, რომლებიც შვეიცარიაში ინვესტიციებს ახორციელებენ.
ჩინეთი შვეიცარიის მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ამერიკისა და ევროკავშირის შემდეგ.