ბინის შეძენა ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ახალი ბინა ნიშნავს ახალ გარემოს, მეტ კომფორტს და იმ სივრცეს, სადაც ადამიანი საკუთარ ცხოვრებას აწყობს. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას ხშირად თან ახლავს კითხვები და გაურკვევლობა. დღეს დეველოპერული კომპანია “მატერია” გთავაზობთ რჩევებს ბინის შეძენის იურიდიულ საკითხებზე, რათა ეს პროცესი თქვენთვის მარტივი და უსაფრთხო იყოს.
შეამოწმეთ დეველოპერის რეპუტაცია და სამართლებრივი სტატუსი
ბინის შეძენამდე აუცილებელია დეველოპერის შესახებ ინფორმაციის მოპოვება. ბაზარზე ბევრი კომპანიაა, რომელთა რეპუტაცია და სანდოობა განსხვავებულია. კომპანია “მატერია”, რომელიც ცნობილი ბრენდის Outlook Development-ის რებრენდინგის შედეგად ჩამოყალიბდა, 15 წელზე მეტი გამოცდილებით გამოირჩევა სამშენებლო ინდუსტრიაში.
როგორც პრაქტიკა აჩვენებს, საჭიროა შემდეგი საკითხების გადამოწმება:
● გადაამოწმეთ კომპანია სამეწარმეო რეესტრში
● დაადგინეთ, აქვს თუ არა კომპანიას ყადაღა ან სხვა შეზღუდვა
● შეისწავლეთ დეველოპერის მიერ უკვე განხორციელებული პროექტები
ეს მარტივი ნაბიჯები დაგიცავთ სამომავლო პრობლემებისგან და თავიდან აგაცილებთ იმედგაცრუებას.
მშენებარე ბინის შეძენა და საკადასტრო მონაცემები
მშენებარე ბინის შეძენისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბინას ჰქონდეს ინდივიდუალური საკადასტრო კოდი. ეს კოდი უნდა განახლდეს კონტრაქტის გაფორმებამდე. ასევე, აუცილებელია შეძენილი ფართის სტატუსის გადამოწმება, რათა დარწმუნდეთ, რომ არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, იპოთეკა ან სხვა ვალდებულება.
დეველოპერული კომპანია “მატერია” თავის პროექტებში – Materia Living, Materia Estates და Materia Hills – განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამართლებრივი პროცედურების სიზუსტეს, რაც მომხმარებელს იცავს შესაძლო რისკებისგან.
ხელშეკრულების რეგისტრაცია – აუცილებელი საფეხური
უძრავი ქონების ყიდვა და დარეგისტირება კანონმდებლობით დადგენილი პროცესია. მშენებარე ბინის შემთხვევაში, როგორიც არ უნდა იყოს ხელშეკრულების ფორმა (წინარე ნასყიდობა, ნასყიდობა განვადებით თუ სხვა), აუცილებელია მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
რეგისტრაციის შემდეგ თქვენ ხდებით მომავალი მესაკუთრე, რაც გიქმნით დაცულობის გარანტიას, რომ:
● თქვენს მიერ შეძენილი ქონება იურიდიულად თქვენზე იქნება ასახული
● გამოირიცხება იმავე ქონების სხვა პირზე გადაყიდვის შესაძლებლობა
სამწუხაროდ, ბევრი კომპანია ცდილობს, თავი აარიდოს ხელშეკრულებების რეგისტრაციას, რათა მომავალში ადვილად შეცვალონ პირობები. კომპანია “მატერია” კი უზრუნველყოფს ყველა სახის იურიდიული პროცედურის გამჭვირვალობას და კანონიერებას.
რა უნდა გაითვალისწინოთ ხელშეკრულებაში?
მშენებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაში უნდა იყოს დეტალურად გაწერილი შემდეგი პუნქტები:
● მშენებლობის დასრულების ზუსტი ვადა
● რას მოიცავს დასრულებული მშენებლობა (მხარეთა შეთანხმებით)
● შენობის ექსპლუატაციაში ჩაბარების ვადა
● სანქციები ვალდებულების შეუსრულებლობისთვის
კომპანია “მატერიას” პროექტებში, როგორიცაა Outlook Forest By Materia Development კრწანისში, მატერია ფუნიკულიორი ოქროყანაში თუ მატერია ტაბახმელა, ხელშეკრულების ყველა დეტალი წინასწარაა გაწერილი და შეთანხმებული მყიდველთან.
ფრთხილად იპოთეკასთან დაკავშირებით
უძრავი ქონების ამონაწერში მითითებული იპოთეკა არის სანივთო უფლება, რომელიც გულისხმობს ქონების რეალიზაციისას იპოთეკარის მიმართ არსებული ვალის პრიორიტეტულ დაფარვას.
იპოთეკა, რომელიც საჯარო რეესტრშია რეგისტრირებული, არ ითვლება უფლებრივ ნაკლად, რადგან ითვლება, რომ ბინის მყიდველი ამ ინფორმაციას ფლობს და არ გააჩნია პრეტენზია.
ამიტომ, ბინის შეძენამდე დეტალურად გაეცანით ამონაწერს და ყველა ინფორმაცია გადაამოწმეთ იურისტთან.
რატომ “მატერია”?
დეველოპერული კომპანია “მატერია” გთავაზობთ სამი ტიპის საცხოვრებელ პროექტს:
1. Materia Living – პრემიუმ კლასის საცხოვრებელი აპარტამენტები, რომლებიც ქალაქთან ახლოს, მაგრამ მაინც მშვიდ გარემოშია განთავსებული. მაგალითად, Outlook Forest By Materia Development კრწანისის დიპლომატიურ უბანში, სადაც 28-სართულიანი კოშკი აერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ და დასასვენებელ სივრცეებს.
2. Materia Estates – ინფრასტრუქტურით სრულად გამართული მიწის ნაკვეთები, სადაც შეგიძლიათ საკუთარი სახლი ააშენოთ. მაგალითად, მატერია ტაბახმელა, სადაც 8 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა სპორტული მოედნები, ველობილიკები, საბავშვო გასართობი სივრცეები და სხვა ინფრასტრუქტურა.
3. Materia Hills – პრემიალური ვილები, როგორიცაა ტაბახმელაში დაგეგმილი პროექტი, სადაც 27 ვილა აშენდება უმაღლესი სტანდარტების დაცვით.
ყველა პროექტი ხორციელდება Outlook Construction-ის მიერ, რომელსაც 15-წლიანი გამოცდილება აქვს სამშენებლო სფეროში, რაც ხარისხისა და სანდოობის გარანტიაა.
ბინის შეძენა მარტივი საქმე არ არის, განსაკუთრებით იურიდიული თვალსაზრისით. ამიტომ საჭიროა სწორი პარტნიორის არჩევა, რომელიც გამჭვირვალედ იმუშავებს და თქვენს ინტერესებს დაიცავს. კომპანია “მატერია” გთავაზობთ არა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროექტებს, არამედ სრულ იურიდიულ მხარდაჭერას ბინის შეძენის პროცესში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს ან გაყიდვების ოფისს მისამართზე: ქ. თბილისი ვასილ ბარნოვის ქუჩა #84.



