eCommerce Day Georgia თბილისში უკვე მესამედ ჩატარდა

31 ოქტომბერს თბილისში ყოველწლიური ღონისძიება — eCommerce Day Georgia ჩატარდა, რომელმაც უკვე მესამედ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლები, მცირე და საშუალო ბიზნესები ელექტრონული კომერციის თემაზე სასაუბროდ გააერთიანა. ღონისძიება იქომერს ასოციაცია საქართველოს ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციაზე Amazon Web Services-ის, Google Cloud-ის, Amadeus-ის და სხვა გლობალური და ადგილობრივი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა იქომერსში, ლაივ და სოცმედია იქომერსი, ონლაინ სერვისების პლატფორმები და სხვა. ღონისძიებას 500-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა.
“იქომერსის დღე” არ არის მხოლოდ 1 დღიანი კონფერენცია, რომელიც იქვე სრულდება – ეს არის სივრცე ახალი შესაძლებლობებისთვის, სადაც ადგილობრივი ბიზნესი პირდაპირ უერთდება გლობალური ელექტრონულ კომერციის ტენდენციებს. მომხმარებელთა ქცევა სწრაფად იცვლება, ამიტომ წარმატებისთვის საკმარისი აღარ არის ტექნოლოგიების გამოყენება – მთავარია მათ ჭკვიანურად, სტრატეგიულად მართვა. იქომერსის დღე კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება ცოდნის გაზიარების გზით. ჩვენ უკვე მესამე წელია, ხელს ვუწყობთ ახალი პარტნიორობების შექმნას და ადგილობრივი ინდუსტრიის განვითარებას და დაწრმუნებულები ვფართ რომ ეს როგორც გრძელ, ისე მოკლევადიან პერსპექტივაშიც პროგრესის საფუძველი გახდება.” – აცხადებს იქომერს ასოციაცია -საქართველოს თავმჯდომარე, ლადო კანდელაკი
მთავარი პარტნიორი:
ინოვაციების პარტნიორი: Visa
პარტნიორები: AWS, Aversi, Delivo, Google Cloud; Glovo, BDO Digital, Tech School / IE, Web Features, Elite, Acer, Cellfie, MELO Delivery, Dasta Records Management, Tegeta Holding, CityPay.io Georgia, Tether, Johnnie Walker, Wolt, Creatio, TASS vision, Quissly, Mazeg, Roaspig, Storera, Coincasa, Horsetours, Hamo Concept, Azintelecom
იქომერს ასოციაცია საქართველო დაარსდა 2020 წელს, ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის გაძლიერების მიზნით და წლების განმავლობაში ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ასოციაციის და მისი წევრების შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაზრდას ემსახურება. წლევანდელი კონფერენციაც სწორედ ამ ამოცანებს აერთიანებს, რაც ადგილობრივი ბიზნესებისთვის იდეალური შესაძლებლობაა, შექმნან სტრატეგიული პარტნიორობა ქართულ ელექტრონული კომერციის საზოგადოებასთან.
(R)