: თავად რატომ არ დაურეკა მანჩო გიორგობიანმა მისთვის სანდო ხელისუფლების, მისთვის სანდო პატრულს?! ეს პროვოკაციაა მკვეთრად სჩანს!

პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი, :
მაინტერესებს! მანჩო გიორგობიანი არის საყოველთაოდ ცნობილი, თავგადადებული მეხოტბე ამ ხელისუფლების, შემომწირველიც კი და ა.შ.
ახლა მე ვკითხულობ, მისთვის სანდო ხელისუფლების პატრულს რატომ არ დაურეკა საშველად. ღამე რატომ დაურეკა გარდაცვლილი შვილის მეგობრებს “მომეშველეთ , მირტყამენ მცემესო” .
კითხვა ლეგიტიმურია,
რა არის ეს, პროვოკაცია თუ რა????? რატომ უნდა შეიყვანო შეცდომაში შვილის ტოლი ბიჭები. რატომ?!
მე ამას არავის გამართლების გამო არ ვწერ.
ვიდეოზეც ჩანს ყველაფერი, როგორ ეუბნება ეს ქალბატონი “აი ამანაც მცემაო”…..
და მაინც ღამე გარდაცვლილი მეგობრის დედა რომ გირეკავს მცემენ მიშველეო, პირველი რეაქციაა, რომ ალბათ გარბიხარ საშველად, მითუფრო ამ დროში…..როცა სანდოობა დაკარგულია სამართალდამცავების მიმართ.
სამწუხაროდ მოშლილია კანონი და სამართალი, აღარ არსებობს ობიექტურად გარკვევის სანდოობა, მექანიზმი ადამიანებისთვის.
აი თავად რატომ არ დაურეკა მანჩო გიორგობიანმა მისთვის სანდო ხელისუფლების, მისთვის სანდო პატრულს?!
მნიშვნელოვანი კითხვაა და ლეგიტიმური!
ეს პროვოკაციაა მკვეთრად სჩანს!
შეგახსენებთ, საუბარია საქმეზე, რომლის გამოც დაკავებულია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა (მანჩო) გიორგობიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტოზე ჩანს ბიჭები, რომლებიც ჩემი მეგობრის სადარბაზოსთან დგანან და საქმეს მირჩევენ, სად მივდივარ? 18-დან 25 წლამდე არიან ყველა. ასეთი უნდა იყოს ჩემი ქვეყანა დღეს, სადაც შვილებს ასე ზრდიან?“

ლაშა ბუღაძე: ჩემთვის ყველა ეს ადამიანი გმირია, ვინც ამას არ შეუშინდა და არ ეშინია, მაგრამ ამორალურად და დანაშაულად მივიჩნევ ყველა იმ აზრს, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ ადამიანს უბიძგებს მსხვერპლშეწირვისთვის!