ეკონომისტი ირაკლი ლატარია მანჩო გიორგობიანის დაკავებას ეხმაურება. შეგახსენებთ, დაკავებულია გიორგობიანის გარდაცვლილი შვილის მეგობარი, მამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯაკო ჩარკვიანი:
,,გარდაცვლილი ძმაკაცის დედა როდესაც გირეკავს დახმარება მჭირდებაო – იქ აღარ არჩევ სად რა მოხდა, მიდიხარ და ჩხუბობ! ეგაა ჩვეულებრივი თბილისური ამბავი.
თვითონ დედამ არ უნდა დარეკოს და არ უნდა გაშაროს ბიჭები, მაგრამ არაუშავს – ხდება! მე ასეთ თბილისში ვარ გაზრდილი და ჩემთვის არაფერი სასწაული იქ არ მომხდარა (მორალურად ვსაუბრობ) თორემ მუხლი, უმძიმესია და დანაშაული ჩადენილია!
რაც შეეხება მანჩოს, მე ის ძალიან მიყვარს და მინდა, რომ იყოს ძალიან მხნედ და ჯანმრთელად. მე და მანჩოს, ბევრი გვაქვს ერთად ნაბრძოლი და ჩემთვის ის აღიქმებოდა ყოველთვის ჩემიანად, მეგობრად, თანამებრძოლად – მაგრამ, ვერაფერს უზამ დანაშაულს, ფაქტს!!! …
ჩემი ბევრი ახლობელი, ძმაკაცი, ნათესავი – არიან დღეს ციხეში, ზოგმა რა ჩაიდინა და ზოგმა რა, მაგრამ ისინი არიან ჩემები და მე მათ გარედან რაც შემიძლია ისე ვეხმარები, მათ ოჯახებს, ყველანი ისინი მართლები არიან (ეგ, დაუწერელი კანონია, პატიმარი ყოველთვის ,,უდანაშაულოა” – გარეთ ხომ უნდა გამოვიდეს?!)..
აი, სვავებს რა გიხარიათ? ჩემი ბავშვობის ძმაკაცი გყავთ დაჭერილი ყაჩაღობის მუხლით და იმ დღეს, თქვენი ,,დაზარებული” კიდევ სამ საქმეში ფიგურირებდა, სამივე საქმეში დააყაჩაღეს რომ გეკითხათ, რეალურად კი – შვილი დაუჭირეს 120 აბი სუბოთი და გარეთ გამოსაშვებად, 7 უდანაშაულო ადამიანის ჩასმა სთხოვეს!!!.
არ არის საჭირო ბევრი განსჯა და ვაი ვიში – მანჩოს მალე გამოჯანმრთელება მინდა და იმ ახალგაზრდა ბიჭებს, მინიმალური მაინც მიეცით – თბილისი პატარაა და ძმაკაცის დედას უჭირს, უმძიმესი ტკივილი და პასუხისმგებლობაა / ვიცი კანონი ამას არ ითვალისწინებს, მაგრამ ყოველთვის არსებობს ლავირების საშუალებები! ხილიანი-დოლიძე, ვაჟკაცი ბიჭები ცხოვრობენ და იქნებ აღიარების, ბოდიშის შემდეგ – პირობითებიც ეყოთ? .…
…მანჩო პოსტის გამო დაიჭირესო ვინც იტყვით, ხართ ნაბიჭვრები!!!
დანაშაული ჩაუდეს?!! გაჩუმდით რა.
მანჩო მართლა თუ გიყვართ, უბრალოდ გაჩუმდით.. ყველაფერს როგორ აპოლიტიზირებთ, გამო@@@ლევდით?.”




