ჯგუფურ ძალადობაში ცნობილი ქართველი მომღერლის, მამუკა ჩარკვიანის ვაჟი მონაწილეობდა – ახალი დეტალები

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში მხილებულია ქართველი მომღერლის, მამუკა ჩარკვიანის ვაჟი და ქართველი პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის შვილიშვილი.
ჯანუკი ჩარკვიანი ჯერ არ დაუკავებიათ, მაგრამ გამოძიების ცნობით, ის იმ თავდამსხმელებს შორის იყო, რომელებიც თბილისში, ხილიანზე მდებარე სუპერმარკეტ “სპარში” “ქართული ოცნების” მხარდამჭერის, მანჩო გიორგობიანის თხოვნით მივიდა და 19 და 21 წლის კონსულტანტებს ფიზიკურად გაუსწორდა.
თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით უკვე დაკავებულია მანჩო გიორგობიანი. მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. (ტვ პირველი)